Thumbnail

მოუსმინეთ: ანიმაციური ფილმის Trolls World Tour საუნდტრეკების ალბომი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ანიმაციური ფილმის Trolls World Tour საუნდტრეკების ალბომი გავრცელდა. სტუდიური ჩანაწერის პროდიუსერი ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი გახლავთ, რომელიც მულტფილმში ერთ-ერთ პერსონაჟსაც ახმოვანებს. 20 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარში ტიმბერლეიკთან ერთად Anderson .Paak, SZA, კელი კლარკსონი, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები მონაწილეობენ. "ტროლების" პრემიერა 10 აპრილს იგეგმება.

10 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა პოპულარობა ბოიბენდში NSYNC მოღვაწეობით მოიპოვა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Cry Me a River, What Goes Around...Comes Around და LoveStoned მოუტანა. 2007-13 წლებში გამოცემამ Time შემსრულებელი მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული