Thumbnail

მოუსმინეთ: Don Toliver სადებიუტო ალბომს Heaven Or Hell ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ტრევის სკოტის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების JACKBOYS წევრმა, ქეილებ თოლივერმა, ფსევდონიმით Don Toliver, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაუშვა. ახალგაზრდა ჰიუსტონელის სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიანებს. მათზე მუშაობისას თოლივერმა ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Travis Scott, Sheck Wes, Quavo, Offset და სხვა.

► მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა 

► ნახეთ: Travis Scott მოკლემეტრაჟიან ფილმს JACKBOYS ავრცელებს 

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2020 წელს ლეგენდარულ ემინემთან ტრეკზე No Regrets ითანამშრომლა. შარშან კი ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე დასახელების კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული