Thumbnail

Snoop Dogg: ეს ყველაზე ღირებული რამაა, რაც 2Pac-ისგან ვისწავლე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, კელვინ ბროდუსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, ინსტაგრამზე ინტერვიუს ნაწყვეტს ავრცელებს, რომელშიც ეპოქალურ რეპერთან, თუფაქ შაკურთან მეგობრობაზე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა ისწავლა 2Pac-თან ურთიერთობით, არტისტმა უპასუხა:

► ნახეთ: Tory Lanez და Snoop Dogg კლიპს Beauty In The Benz ავრცელებენ

"თუფაქისგან აბსოლუტურად განსხვავებული სამუშაო ეთიკა ავითვისე. როგორც არტისტს, სამუშაო ეთიკა არც მე მაკლდა - ყველაფერს სწორად და პროფესიონალურად ვაკეთებდი, თუმცა, მან მაჩვენა, რომ შემეძლო, უფრო მეტი სისწრაფე გამომეჩინა. დიდი დრო არ დამეხარჯა მოსმენასა და დაკვირვებაზე, პირდაპირ საქმეზე გადავსულიყავი და მხოლოდ საქმეზე დავრჩენილიყავი ორიენტირებული. ვგრძნობ, რომ მან ეს უნარი გადმომცა, რომელსაც დღემდე ვიყენებ ჩემს მრავალფეროვან საქმიანობებში. მინდა, რომ ეს ახალგაზრდა თაობას ვასწავლო და ვაჩვენო, რომ მათაც შეუძლიათ ასე მოქცევა", - ამბობს სნუპ დოგი.

View this post on Instagram

wise words from pac to dogg 2 y’all

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

ლეგენდარულ არტისტებს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ. ამასთან, მათ უთანამშრომლიათ ისეთ კომპოზიციებში, როგორებიცაა: If Theres A Cure, Street Life, Wanted Dead Or Alive, Just Watching, Out the Moon და სხვა. თუფაქის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ, სნუპმა ფესტივალ Coachella-ზე ტრეკი Hail Mary რეპერის ჰოლოგრამასთან ერთად შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული