Thumbnail

სელინ დიონს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა გრიპის სიმპტომების გამოვლენის გამო კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა. არტისტმა ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიუ იორკში ჩატარებული კონცერტების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. ანალიზის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

► ნახეთ: სელინ დიონი კომპოზიციაზე Courage გადაღებულ კლიპს ავრცელებს

როგორც მუსიკოსის წამომადგენლებმა ფეისბუქზე დაწერეს, სპეციალისტებმა სელინს ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს, რის გამოც მას, ტურნეს Courage World Tour ფარგლებში, ვაშინგტონსა და პიტსბურგში დაგეგმილი შოუების ნოემბრამდე გადადება მოუხდა.

"ორშაბათს ღამით სელინს გაციების სიმპტომები გამოუვლინდა, რაც ხუთშაბათამდე გაგრძელდა. ამის გამო მედიკოსებმა 5-7 დღიანი დასვენების რეკომენდაცია მისცეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მისი ავადმყოფობა COVID-19-ს არ უკავშირდებოდა", - წერია განცხადებაში.

სელინ დიონმა გულშემატკივრებს პირადადაც მიმართა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ვაშინგტონსა და პიტსბურგში ჩემს თაყვანისმცემლებს გული დავწყვიტე. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით შექმნილ სიტუაციას".

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული