Thumbnail

წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა ახალი კომპოზიცია Sunder გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Cenizas იქნება წარმოდგენილი, რომელიც 27 მარტს გამოიცემა. ნამუშევარი 13 ტრეკს გააერთიანებს.

► მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარმა ახალი ალბომი "2017-2019" გაავრცელა

► მოუსმინეთ: ნიკოლას ჯაარმა ახალი ჩანაწერი Illusions of Shameless Abundance გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ თებერვალში მუსიკოსმა თავისი კიდევ ერთი პროექტის Against All Logic ფარგლებში ახალი ალბომი "2017-2019" გამოუშვა.

ნიკოლას ჯაარმა მუსიკალური მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ამ დრომდე მას საკუთარი სახელით 2 ალბომი და 11 EP აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Mi Mujer, Let's Live For Today და El Bandido. 2013 წელს ბრუკლინელ მულტიინსტრუმენტალისტ დეივ ჰარინგტონთან ერთად არტისტმა ელექტრონული დუეტი Darkside ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც ალბომი Psychic გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული