Thumbnail

ქვიზი: ნამდვილია თუ არა მუსიკოსის ეს ფოტო

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

მუსიკის სამყარო ლეგენდარული არტისტების სასიყვარული ურთიერთობების, სანაცნობო წრის, მეგობრობისა თუ კონსპირაციული შეხვედრების შესახებ შეთხზული ლეგენდების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ფოტორედაქტირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ კი, ამ ისტორიებს ახალი სიცოცხლესთან ერთად, მეტი დამაჯერებლობაც შესძინა.

► ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი საკულტო შემსრულებლების ცნობილ ფოტოებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია. წინ 15 შეკითხვა გელით. კარგად დააკვირდით თითოეულ სურათს და გამოიცანით, ნამდვილია თუ არა ის.

ედუარდ შევარდნაძე და რეი ჩარლზი

ედუარდ შევარდნაძე და რეი ჩარლზი
დიახ
არა
სწორია!
1996 წლის ოქტომბერში ლეგენდარულმა ამერიკელმა შემსრულებელმა, რეი ჩარლზმა საქართველოში კონცერტი ჩაატარა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც შეხვდა.
არასწორია!

პრინსი და მაიკლ ჯექსონი

პრინსი და მაიკლ ჯექსონი
დიახ
არა
არასწორია!
პრინსსა და მაიკლ ჯექსონს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც ერთმანეთთან შეხვედრას ერიდებოდნენ. რამდენადაც ცნობილია, პოპვარსკვლავებს ფოტო ერთად არასდროს გადაუღიათ.

ჯორჯ ჰარისონი და ბობ მარლი

ჯორჯ ჰარისონი და ბობ მარლი
დიახ
არა
სწორია!
ჯორჯ ჰარისონი ლეგენდარული რეგეი შემსრულებლის, ბობ მარლის დიდი თაყვანისმცემელი იყო. 1975 წლის 13 ივლისს ამ უკანასკნელმა საკულტო ბრიტანელი მუსიკოსი ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზეც მიიპატიჟა. ეს ფოტო სწორედ მათ შეხვედრას ასახავს.

ჯგუფი Kiss და თუფაქ შაკური

ჯგუფი Kiss და თუფაქ შაკური
დიახ
არა
სწორია!
1996 წლის 28 თებერვალს გამართულ გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ამერიკული როკ ჯგუფი Kiss ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თუფაქ შაკურმა წარადგინა. ეს ფოტო კოლექტივის სცენაზე ასვლამდეა გადაღებული.

დევიდ ბოუი, იგი პოპი და ლუ რიდი

დევიდ ბოუი, იგი პოპი და ლუ რიდი
დიახ
არა
სწორია!
საკულტო ბრიტანელ არტისტს, დევიდ ბოუის ამერიკელ შემსრულებლებთან, იგი პოპსა და ლუ რიდთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ეს ფოტო ლეგენდარულმა მუსიკოსებმა 1972 წლის ივლისში, ლონდონში ყოფნისას გადაიღეს.

ბრიუს ლი, ჯიმ მორისონი და ჯიმი ჰენდრიქსი

ბრიუს ლი, ჯიმ მორისონი და ჯიმი ჰენდრიქსი
დიახ
არა
არასწორია!
ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლები, ჯიმი ჰენდრიქსი და ჯიმ მორისონი ერთმანეთს ნამდვილად იცნობდნენ. თუმცა, ბრიუს ლისთან ერთად ფოტო არასდროს გადაუღიათ.

ხატია ბუნიათიშვილი და მერილინ მენსონი

ხატია ბუნიათიშვილი და მერილინ მენსონი
დიახ
არა
სწორია!
ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და საკულტო ამერიკელი შემსრულებელი, მერილინ მენსონი ერთმანეთს 2017 წლის მაისში, ფრანგული საიუველირო კომპანია Cartier-ს მიერ ლოს ანჯელესში მოწყობილ წვეულებაზე შეხვდნენ.

ჯონ ლენონი და ჩე გევარა

ჯონ ლენონი და ჩე გევარა
დიახ
არა
არასწორია!
ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონ ლენონი კომუნისტი ლიდერებით მართლაც არაერთხელ დაინტერესებულა. თუმცა, რამდენადაც ცნობილია, არგენტინელ რევოლუციონერს, ერნესტო ჩე გევარას ის არასდროს შეხვედრია.

ემინემი და იზი-ი

ემინემი და იზი-ი
დიახ
არა
არასწორია!
იზი-ი 1995 წელს, ემინემის სადებიუტო სოლო ალბომის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. საკულტო ჰიპ ჰოპ შემსრულებლები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ელტონ ჯონი და მადონა

ელტონ ჯონი და მადონა
დიახ
არა
სწორია!
ელტონ ჯონსა და მადონას კონფლიქტი არაერთხელ ჰქონიათ. თუმცა, როგორც ჩანს, პოპვარსკვლავებს ერთად დროის სახალისოდ გატარებაც შეუძლიათ. ეს ფოტო 1995 წლის თებერვალში The BRIT Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზეა გადაღებული.

ელის კუპერი და სალვადორ დალი

ელის კუპერი და სალვადორ დალი
დიახ
არა
სწორია!
1973 წლის აპრილში სიურრეალისტმა მხატვარმა, სალვადორ დალიმ ამერიკელი როკ ვარსკვლავი, ელის კუპერი "აბსოლუტური გაუგებრობის საუკეთესო ექსპონატად" შერაცხა და მისი მონაწილეობით ჯერ ინსტალაცია, მოგვიანებით კი ჰოლოგრამული გამოსახულება შექმნა. ეს ფოტო მათზე მუშაობის დაწყებამდეა გადაღებული.

ფრედი მერკური და პრინცესა დაიანა

ფრედი მერკური და პრინცესა დაიანა
დიახ
არა
არასწორია!
საკულტო ბრიტანელი მუსიკოსი, ფრედი მერკური და პრინცესა დაიანა ერთმანეთთან ნამდვილად მეგობრობდნენ, თუმცა, მათი ავთენტური ერთობლივი ფოტო ამ დრომდე არსად გვინახავს.

ჯასტინ ბიბერი და ოზი ოსბორნი

ჯასტინ ბიბერი და ოზი ოსბორნი
დიახ
არა
სწორია!
ლეგენდარული ბრიტანელი როკ მუსიკოსი, ოზი ოსბორნი და კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს 2011 წლის იანვარში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, Best Buy-ის სარეკლამო რგოლის გადაღებისას შეხვდნენ.

მერილინ მონრო და ელვის პრესლი

მერილინ მონრო და ელვის პრესლი
დიახ
არა
არასწორია!
პრესლის ყოფილი მენეჯერის, ბაირონ რაფაელის მტკიცებით, ელვისი და მერილინ მონრო ერთმანეთს არათუ იცნობდნენ, არამედ 1956 წლის ერთ-ერთი წვიმიანი ღამე ერთადაც კი გაატარეს. არავინ იცის, სიმართლეა თუ არა რაფაელის მონათხრობი, თუმცა, ფაქტია, რომ საკულტო როკ-ენ-როლ შემსრულებელსა და ჰოლივუდის ლეგენდას ერთობლივი ფოტო არასდროს გადაუღიათ.

სნუპ დოგი და კურტ კობეინი

სნუპ დოგი და კურტ კობეინი
დიახ
არა
არასწორია!
2019 წლის ივლისში სნუპ დოგმა ეს სურათი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წარწერით "ახალგაზრდა დოგი კურტთან ერთად, 1992". თუმცა, მალევე გაირკვა, რომ საკულტო მუსიკოსების ერთობლივი ფოტო ყალბი იყო.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად ენდე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, საყვარელი შემსრულებლების ბიოგრაფიასაც კარგად იცნობ და მახვილი თვალიც გაქვს.

შესანიშნავი შედეგია!

popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული