Thumbnail

ნახეთ: Thundercat კომპოზიციას Black Qualls ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელი მულტიინსტრუმენტალისტი და მომღერალი, სტივენ ბრანერი, სასცენო სახელით Thundercat, ჯიმი კიმელის გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში კალიფორნიელმა არტისტმა კომპოზიცია Black Qualls შეასრულა. აღსანიშნავია, რომ თანდერქეთთან ერთად პერფორმანსში მონაწილეობა მუსიკოსებმა Steve Lacy და Steve Arrington მიიღეს.

► ნახეთ: Thundercat-მა კომპოზიციაზე Dragonball Durag კლიპი გადაიღო 

► ნახეთ: Kenny Beats & Thundercat - The Cave 

პერფორმანსის მიწურულისკენ სტივენმა 2019 წელს გარდაცვლილი მეგობრის, მაკ მილერის კომპოზიციის What’s The Use მელოდია შეასრულა.

მოუსმინეთ: Mac Miller - Right | Floating 

სტივენ ბრანერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 3 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული