Thumbnail

ამერიკელპოპვარსკვლავის, ლედი გაგას კურატორობით მუსიკალურ პლატფორმაზე Apple Music ფლეილისტი Women of Choice შეიქმნა, რომელშიც თანამედროვე ქალი არტისტების კომპოზიციებია თავმოყრილი. 31 ტრეკისგან შემდგარ ჩამონათვალში, თავად გაგას ახლახან გავრცელებული სიმღერის Stupid Love გარდა, ისეთი მუსიკოსების ნამუშევრები მოხვდა, როგორებიც არიან: Rosalia, Charli XCX, Haim, Grimes და სხვები.

► ნახეთ: ლედი გაგამ ახალ სიმღერაზე Stupid Love კლიპი აიფონით გადაიღო

"ამ ექსკლუზიურ ფლეილისტში ლედი გაგა წარმოაჩენს იმ ქალი მუსიკოსების შემოქმედებას, რომლებიც პოპისა და კლუბური მუსიკის გადაკვეთის წერტილს ახლებურად პოულობენ. ჰაუსისა და ტექნოს ისეთი წარმომადგენლების გვერდით, როგორებიც არიან Peggy Gou და The Black Madonna, მოხვდნენ ექსპერიმენტული პოპის რომანტიკოსები, რომლებიც უარს აცხადებენ წესების მიხედვით თამაშზე (Rina Sawayama, Charli XCX და სხვები). ჩვენს დროში შეუძლებელია, საცეკვაოდ კლუბში წახვიდე და ამ ქალბატონების გავლენა არ იგრძნო", - წერს Apple Music ფლეილისტის აღწერაში.

გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული