Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის When the Party’s Over შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა პიანინოს თანხლებით 18 წლის ამერიკელი მომღერლის, ბილი აილიშის კომპოზიციის When the Party’s Over ქავერ ვერსია შეასრულა. ვიდეოჩანაწერს ბლეიკი თავად ავრცელებს.

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Godspeed ქავერი შეასრულა

► ნახეთ: James Blake-მა კომპოზიცია Are You in Love? შეასრულა

When the Party’s Over ბილი აილიშის სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? შედის, რომელიც 2019 წლის მარტში გავრცელდა.

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული