Thumbnail

ნახეთ: Blueface ახალ კლიპში Holy Moly მარიხუანის შემცველ დონატებს ყიდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯონათან პორტერმა, ფსევდონიმით Blueface, ახალი კომპოზიცია Holy Moly და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკს ის 17 წლის რეპერ NLE Choppa-სთან ერთად ასრულებს. ვიდეორგოლში მუსიკოსები მარიხუანის შემცველ დონატებს ყიდიან. ნამუშევარი ბლუფეისის სადებიუტო ალბომში Find the Beat იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 მარტს ჩაეშვება.

► ნახეთ: Blueface - Obama Ft. DaBaby

► ნახეთ: Blueface-მა ლოს ანჯელესის ღარიბ რაიონში ხალხს მანქანიდან ფული გადაუყარა

ბლუფეისმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება თანამედროვე დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპისა და თრეფის ნაზავია. არტისტს დღემდე ერთი მიქსტეიპი და ორი EP აქვს გამოშვებული. რეპერს აღიარება 2018 წელს გავრცელებულმა სინგლმა Thotiana მოუტანა, რომლის ალტერნატიული ვერსიაც არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა ჩაწერა. შემსრულებელი ლეგენდარული ლეიბლის Cash Money წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული