Thumbnail

2018 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის, მაკ მილერის წარმომადგენლებმა მუსიკოსის 2020 წლის ალბომის Circles დელუქს ვერსია გამოაქვეყნეს, რომელიც დამატებით ორ ახალ კომპოზიციას Right და Floating მოიცავს. უკანასკნელ მათგანში მულტიინსტრუმენტალისტი Thundercat მონაწილეობს, რომელმაც მილერთან წარსულში არაერთ წარმატებულ ტრეკზე ითანამშრომლა.

► მოუსმინეთ: მაკ მილერის ახალი ალბომი Circles გამოქვეყნდა 

► ნახეთ: Mac Miller - Good News 

► დააკავეს დილერი, რომელმაც მაკ მილერს მოტყუებით ფენტანილი მიჰყიდა

პიტსბურგელი მუსიკოსის შემოქმედება დღეისთვის 6 ალბომს აერთიანებს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც ბილბორდის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. არტისტის 2018 წლის ნამუშევარმა Swimming გრემის "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაცია დაიმსახურა. იმავე წლის 7 სექტემბერს მალკოლმი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი კი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება გახდა. 2020 წელს მალკოლმის წარმომადგენლებმა გაყიდვაში მისი ბოლო ალბომი Circles ჩაუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული