Thumbnail

ახალგაზრდა მუსიკოსმა, გიორგი იზორიამ, ფსევდონიმით TAHA, ახალი კომპოზიცია "გავიღვიძე" გამოაქვეყნა, რომელშიც მისი კოლეგა Datomezz მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს სოლო ნამუშევარი დიდი ხანია, არ გაუვრცელებია და მსმენელის წინაშე მხოლოდ  სხვა შემსრულებლის ტრეკებში, მიწვეული სტუმრის რანგში ჩაწერილი ვერსებით ჩნდება.

► ნახეთ: PVP BATTLE - MONTANA vs. TAHA (ფინალი) 

► მოუსმინეთ: TAHA - სახეზე 

► მოუსმინეთ: Pele - მადა მაქ Ft. Datomezz & K'A 

ახალგავრცელებული ტრეკი კოლეგების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია.

გიორგი ახალბედა მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ჰიპ ჰოპის, მეტალისა და თრეფ მუსიკის ელემენტების სინთეზია. ტაჰამ სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow ცნობილ პროექტში PVP Battle  მონაწილეობით გაითქვა და მეორე სეზონის გამარჯვებულიც გახდა.

დათომეზმა კი სადებიუტო ტრეკი Hype 2017 წელს გამოუშვა. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ვიდეოჟურნალის FlowFlow Magazine პროექტში PVP Battle მონაწილეობით გახდა. მისი პოპულარული კომპოზიციებია: "უპირველეს ყოვლისა", "მაგარი მახატია" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული