Thumbnail

ნახეთ: ჯანელ მონე საშინელებათა ფილმის Antebellum ახალ თრეილერში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

24 აპრილიდან მსოფლიო კინოეკრანებზე საშინელებათა თრილერი Antebellum გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯანელ მონე ასრულებს. მუსიკოსი წარმატებული მწერლის, ვერონიკას როლს ითამაშებს, რომელსაც გაიტაცებენ. რეჟისორების, ჯერარდ ბუშისა და კრისტოფერ რენცის ფილმის მორიგი თრეილერი გავრცელდა.

► ნახეთ: ჯანელ მონე საშინელებათა ფილმის Antebellum თრეილერში

მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯანელ მონემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Q.U.E.E.N. Yoga და PrimeTime მოუტანა. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Erykah Badu, Fun და Grimes.

კომენტარები

ბოლოს დამატებული