Thumbnail

ნახეთ: მაილს დევისის კომპოზიციაზე Boplicity შექმნილი კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის, მაილს დევისის წარმომადგენლებმა კომპოზიციაზე Boplicity შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელეს. ტრეკი არტისტის კომპილაციურ ალბომში The Complete Birth of the Cool შედის, რომელიც გაყიდვაში გასული წლის 28 ივნისს ჩაეშვა.

► ნახეთ: მაილს დევისის კომპოზიციაზე Moon Dreams შექმნილი კლიპი გავრცელდა

8 გრემის მფლობელმა მაილს დევისმა მოღვაწეობის განმავლობაში 51 სტუდიური ჩანაწერი, 36 ლაივ ალბომი, 17 ბოქს-სეტი და 57 სინგლი გამოსცა. პნევმონიით დაავადებული მუსიკოსი 1991 წელს გარდაიცვალა. ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა კარიერა 1944 წელს, ჩარლი პარკერის ბიბოპ კვინტეტში დაიწყო, რომელშიც 4 წელი უკრავდა. 1951 წელს მან სადებიუტო ალბომი The New Sounds გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული