Thumbnail

მოუსმინეთ: Tricky-მ ახალი სტუდიური ჩანაწერი 20,20 გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, Tricky-მ ახალი EP სახელწოდებით 20,20 გაავრცელა. ნამუშევარი სამ კომპოზიციას აერთიანებს.

► Tricky: შვილის გარდაცვალების დღეს ჩემი ცხოვრება დასრულდა

ტრიპ ჰოპის პიონერმა, ედრიან თოუსმა, სასცენო სახელით Tricky, მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის ცნობილ ბრიტანულ ჯგუფთან Massive Attack თანამშრომლობდა, 1995 წელს კი სადებიუტო სოლო ალბომი Maxinquaye გამოსცა. თრიქის ისეთ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან Björk, PJ Harvey და სხვები. საქართველოში მან სამჯერ გამართა კონცერტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული