Thumbnail

მოუსმინეთ: Jhené Aiko-მ ახალი ალბომი Chilombo გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის შემსრულებელმა, ჯენეი აიკომ ახალი, რიგით მესამე ალბომი Chilombo გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 20 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევარში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Big Sean, Future, Nas და სხვები.

ჯენეი აიკომ მუსიკალური მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ არენბი ჯგუფ B2K-სთან თანამშრომლობით გაიცნო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი My Name Is Jhené დააანონსა, თუმცა, ჩანაწერი არასდროს გამოსულა. ამის შემდეგ აიკო მუსიკას ჩამოშორდა და უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მომღერალი მუსიკალურ კარიერას 2011 წელს მიქსტეიპით Sailing Soul(s) დაუბრუნდა. არენბი შემსრულებელს სამი სტუდიური ალბომი, EP და რეპერ ბიგ შონთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული