Thumbnail

არქივი: ვალსი - მე დღეს შენთან მოვალ (1993)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

დიმა დადიანისა და დათო მარგიანის პროექტი "ვალსი" საქართველოს ტელევიზიის ეთერში კომპოზიციას "მე დღეს შენთან მოვალ" ასრულებს.

ვალსი - მე დღეს შენთან მოვალ (1993)

🔻 popmusic აგრძელებს 1990-იან წლებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას. 🎶 დიმა დადიანისა და დათო მარგიანის პროექტი "ვალსი" საქართველოს ტელევიზიის ეთერში კომპოზიციას "მე დღეს შენთან მოვალ" ასრულებს. #არქივი

Posted by popmusic on პარასკევი, 06 მარტი, 2020

ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა, დიმა დადიანმა და არტ-პანკ ჯგუფ "ენერგორესურსის" ფრონტმენმა, დათო (მარგო) მარგიანმა დუეტი სახელწოდებით "ვალსი" 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბეს. პროექტის დაშლის შემდეგ, კომპოზიცია "მე დღეს შენთან მოვალ" დიმა დადიანის კიდევ ერთი ჯგუფის "ოქროს კბილი და ცაცხვი" რეპერტუარში შედიოდა. მუსიკოსმა ის 1996 წელს გამართულ ფესტივალზე "მარგარიტა" გამოსვლისას შეასრულა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული