Thumbnail

Lizzo: საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ვიდეოებს TikTok მიბლოკავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ მუსიკოს, მელისა ჯეფერსონი, ფსევდონიმით Lizzo, ჩინურ პლატფორმას TikTok ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს. როგორც არტისტმა ამავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, საცურაო კოსტიუმში გადაღებული მისი ვიდეოები პლატფორმაზე მუდმივად იბლოკება, სხვა გოგონებს კი მსგავსი კადრების განთავსებისას პრობლემა არ ექმნებათ. 

► ნახეთ: Lizzo-მ BBC Radio 1-ის ეთერში სამი კომპოზიცია შეასრულა

► Lizzo: მინდა, რომ ჩემს მუსიკას მეტი ყურადღება მიაქციონ, ვიდრე სხეულს

"TikTok აგრძელებს ყველა იმ ვიდეოს წაშლას, რომლებშიც საცურაო კოსტიუმი მაცვია. ამის პარალელურად კი, სხვა გოგონების ბიკინიან ვიდეოებს არ ეხება. ნეტავ, რატომ? თიქ-თოქ, სალაპარაკო გვაქვს...", - ეს ტექსტი ფონად გასდევს ვიდეოს, რომელშიც არტისტი სიტყვებს I know იმეორებს.

არტისტის მიმართვის ხილვის შემდეგ თაყვანისმცემლებმა ლიზოს გამხნევება სცადეს:

"შენ ყველაზე მშვენიერი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს".

"იმიტომ ხომ არა, რომ დედოფალი ხარ და ხალხი შენს ბრწყინვალებას ვერ უძლებს".

"ჩემს შემთხვევაშიც ასეა. პუტკუნა გოგონების პრობლემა".

აღსანიშნავია, რომ საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ვიდეოებს ლიზო სხვა სოციალურ ქსელებშიც ავრცელებს, თუმცა, ამ პლატფორმებზე მისი პოსტები არ წაშლილა.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული