Thumbnail

შვედურმა ჯგუფმა Little Dragon ახალი კომპოზიცია Are You Feeling Sad? გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში New Me, Same Us შევა, რომელიც 27 მარტს გამოიცემა. ჩანაწერში წარმოშობით კოლუმბიელი მომღერალი Kali Uchis მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: Little Dragon - Hold On

Little Dragon ქალაქ გეტებორგში 1996 წელს შეიქმნა. ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი 2007 წელს გაავრცელა. ბენდს ამ დრომდე 5 ალბომი აქვს გამოშვებული. არტისტების შემოქმედება ელექტრონულ მუსიკასა და ტრიპ ჰოპს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული