Thumbnail

ცნობილი მუსიკოსები კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურებიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის აშშ-ში გავრცელებას ცნობილი მუსიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან, მათ შორის არიან: 50 Cent, 2 Chainz და სხვები.

"კორონავირუსი ნიუ იორკში", - ამ სათაურით ავრცელებს ფოტოს ინსტაგრამზე 50 Cent.

View this post on Instagram

🤨corona virus in New York 😠😆

A post shared by 50 Cent (@50cent) on

ვირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა ქალაქ ატლანტაშიც, რასაც იქ მცხოვრები ჰიპ ჰოპ არტისტი თოჰიდ ეფსი, იგივე 2 Chainz სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ეს საშინელი ვირუსი ჩვენამდეც მოიტანეთ", - წერს რეპერი ინსტაგრამზე.

კორონავირუსს ქსენოფობიური პოსტი მიუძღვნა ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა Boosie Badazz:

"თუ ჩინელი ხარ, არ მომეკარო. ფილიპინელებო, ბოდიში".

კორონავირუსით დაინფიცირებულების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ამერიკელმა მომღერალმა, კეტი პერიმ.

"მივესალმები ჩემს ჩინელ თაყვანისმცემლებს. ამ უმძიმეს მომენტში თქვენთან ვარ. გააგრძელეთ ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ და გამოჯანმრთელდით, შეინარჩუნეთ პოზიტივი. ჩვენ თქვენთვის ვლოცულობთ. ერთად გავიმარჯვებთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ", - განაცხადა მომღერალმა.

"ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ ეს ვირუსი ასეთი საშიში იქნებოდა. ჩინელებო, თქვენთან ვარ და ფინანსურადაც გეხმარებით. ყველა ერთად უნდა დავდგეთ", - ამბობს ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი.

კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 3200-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 95000-ს აღწევს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული