Thumbnail

ნახეთ: ჯეინ ბირკინმა და იგი პოპმა ფელონის შოუში კომპოზიცია Elisa შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფრანგმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯეინ ბირკინმა და ლეგენდარულმა მუსიკოსმა, იგი პოპმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში საკულტო არტისტის, სერჟ გენსბურის კომპოზიცია Elisa შეასრულეს.

Elisa გენსბურისა და ბირკინის მიერ 1969 წელს გამოცემულ კოლაბორაციულ ალბომში Je t'aime... moi non plus შედის.

ფრანგმა მსახიობმა და მუსიკოსმა, ჯეინ ბირკინმა შემოქმედებითი კარიერა 1966 წელს დაიწყო, 1969 წელს ბირკინმა ქმართან, ლეგენდარულ სერჟ გენსბურთან ერთად სადებიუტო ალბომი Je t'aime... moi non plus გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 13 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

ჯეიმს ოსტერბერგმა, ფსევდონიმით Iggy Pop, მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ის ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის The Stooges ვოკალისტი იყო. არტისტის სოლო ნამუშევრებიდან ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Passenger, Lust For Life და Candy.

კომენტარები

ბოლოს დამატებული