Thumbnail

ნახეთ: კეტი პერიმ ახალ კლიპში Never Worn White ორსულობა გაამხილა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ ახალი კომპოზიცია Never Worn White და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპის ბოლო კადრებით ცნობილი გახდა, რომ 35 წლის მუსიკოსი ორსულადაა.

► ნახეთ: კეტი პერი ინდური Vogue-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: Katy Perry - Harleys In Hawaii

მოგვიანებით არტისტმა ტვიტერის საშუალებით მიანიშნა, რომ ბავშვს ნამდვილად ელოდება. 

"მოდი, ვთქვათ, რომ ეს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება", - წერს არტისტი. 

კეტი პერი 2016 წლიდან მსახიობ ორლანდო ბლუმს ხვდება. წყვილი გასულ წელს დაინიშნა. ეს მუსიკოსისთვის პირველი შვილი იქნება.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული