Thumbnail

ბრიტანელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა Four Tet ახალი კომპოზიცია 4T Recordings გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Sixteen Oceans იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 მარტს გამოიცემა.

► ნახეთ: Four Tet კომპოზიციაზე Baby ვიდეოკლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Fout Tet-მა Skrillex-ის Midnight Hour კომპოზიციის რემიქსი გაავრცელა

კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, მუსიკალური კარიერა 1995 წელს პოსტ როკ ბენდის Fridge შემადგენლობაში დაიწყო. მისი სადებიუტო სოლო ნამუშევარი Double Density კი 1997 წელს გამოვიდა. პროდიუსერი ფსევდონიმით Four Tet 1998 წლიდან მოღვაწეობს. ის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. არტისტმა ბოლო სტუდიური ალბომი New Energy საკუთარ ლეიბლზე Text Records 2017 წელს გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული