Thumbnail

ნახეთ: კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი აფასებს, როგორ რეპავს ემინემი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკალურმა მედიაპლატფორმამ Genius კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ადამ ბრედლი გადაცემაში მიიწვია და ეპოქალური ლირიცისტის, მარშალ მეზერსის, იგივე ემინემის ტექსტების გაანალიზება სთხოვა. ვიდეო გამოცემის იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.

► ნახეთ: ემინემის ჩელენჯში 16 წლის ზუგდიდელი გოგონა მონაწილეობს 

► ნახეთ: ემინემის თაყვანისმცემლები მასავით სწრაფად რეპავენ 

► ემინემი: არაფერს დაუკავშირებია განსხვავებული ადამიანები ისე, როგორც ჰიპ ჰოპს 

პროფესორმა ბრედლიმ ემინემი მისი პოეტური უნარ-ჩვევების, რითმების წყობისა და მდიდარი ლექსიკის გამო შეაქო.

"ემინემი ჰიპ ჰოპის წესებს თავს არასდროს იხვევს და საკუთარ ტექსტებს ჩარჩოებში არ სვამს. მაგალითად, მისთვის 16-ბარიანი ვერსი აუცილებლობას არ წარმოადგენს. თავად წყვეტს, სიტყვები ერთმანეთს წინადადების რა მონაკვეთში უნდა გაურითმოს. მდიდარი ლექსიკის დამსახურებით ის ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას ახერხებს. რასაც ემინემი აკეთებს, აკმაყოფილებს მას, ვისაც რითმების მოსმენის წყურვილი კლავს. შესაძლოა, არ იცით, მაგრამ ადამიანების გონება რითმებს მოითხოვს. მას მრავალფეროვანი რითმები მოაქვს ჩვენამდე, ეს კი მაშინვე იპყრობს ყურადღებას", - განაცხადა ადამ ბრედლიმ.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული