Thumbnail

ნახეთ: Reason, Boogie და Ab-Soul კლიპს Trapped In ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის Top Dawg Entertainmen წევრმა, კალიფორნიელმა რეპერმა, რობერტ გილმა, ფსევდონიმით Reason, ახალი კომპოზიცია Trapped In და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ამავე კოლექტივის ვეტერანი წევრი Ab-Soul და მისი დასავლელი კოლეგა Boogie მონაწილეობენ. ტრეკი რიზონის მომავალ ალბომში New Beginnings იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Reason ვიდეორგოლს Show Stop აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: Reason - Flick It Up (Remix) Ft. Bas, Junii & Jah The Great  

► ნახეთ: Reason და Ab-Soul კლიპს Flick It Up ავრცელებენ

რიზონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლამდე რეპერმა 3 ოფიციალური მიქსტეიპი ჩაწერა. 2018 წელს კი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის, Top Dawg Entertainment-ის წევრი გახდა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There You Have It ჩაუშვა. არტისტის შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი კითხვის მანერითა და დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული