Thumbnail

ფრედი მერკურის მეგობრები იხსენებენ, თუ როგორი იყო მასთან ურთიერთობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის იუთუბის ოფიციალურ არხზე მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Finding Freddie პირველი ეპიზოდი გავრცელდა. 6-წუთიან ვიდეოში მუსიკოსის ახლო მეგობრები და კოლეგები იხსენებენ, თუ როგორი იყო არტისტი მათთან ურთიერთობაში.

► ჯიმ ჰატონი: როდესაც ფრედის პირველად შევხვდი, ვერ ვიცანი

► Queen-ის ახალი აპლიკაციით გაიგებთ, რამდენად შეგიძლიათ ფრედი მერკურის მსგავსად სიმღერა

"ტურნეში ყოფნის დროს, 8 საათზე სასტუმროს ნომერში რომ ვიყავი, მოულოდნელად მირეკავდა და ვახშამზე მპატიჟებდა. ფრედი ყოველთვის ისე გეპყრობოდა, როგორც ახლობელს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემგან პატივისცემას იმსახურებს" , - ამბობს ფოტოგრაფი რიჩარდ იანგი.

"ფრედი ძალიან პოპულარული და ადვილად საცნობი ადამიანი იყო. მას უჭირდა იმის გაგება, თუ რა სურდა ხალხს მისგან. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მაინც ბედნიერი იყო. იცოდა, რომ რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი ბოლომდე გვერდში ეყოლებოდა, რადგან მათ ფრედი უყვარდათ", - იხსენებს ლირიცისტი ტიმ რაისი.

ფრედის უნიკალური იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომელიც კარგად ერწყმოდა მის დახვეწილობას. კარგი ბალანსი იყო", - ამბობს რეჟისორი დევიდ მალეტი.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული