Thumbnail

50 Cent: გადავწყვიტე, Pop Smoke-ის ალბომი დავასრულო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, მიმდინარე წლის თებერვალში მოკლული 20 წლის კოლეგის, ბაშარ ჯექსონის, იგივე Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომის დასრულების პირობა დადო. ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანმა რეპერმა სოციალურ ქსელში გამოაქვყნა.

► 50 Cent: ქუჩის კანონების დარღვევის მიუხედავად Tekashi ალბომებს მაინც გაყიდის 

► ცნობილი მუსიკოსები რეპერ Pop Smoke-ის მკვლელობას გამოეხმაურნენ 

► მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა 

"ფოფ სმოუქის მომავალი ალბომის ჩანაწერებს ვუსმენ. გადავწყვიტე, ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი გავხდე და მის დამთავრებაზე ვიზრუნო", - განაცხადა ნიუ იორკელმა.

ამის შემდეგ კურტისმა ინსტაგრამზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სურს, ალბომში მონაწილეობა პოპულარულმა კალიფორნიელმა შემსრულებლმა, როდი რიჩმა მიიღოს. ამ უკანასკნელმა თანხმობა კომენტარშივე განაცხადა.

მოგვიანებით ჰიტის P.I.M.P. ავტორმა სოციალურ ქსელში როდი რიჩის კომენტარის სქრინშოთი ატვირთა. პოსტის აღწერაში კი კანადელ სუპერავარსკვლავს, დრეიქს ფოფ სმოუქის ალბომში მონაწილეობის მიზნით მიმართა.

ფოფ სმოუქი, რომელიც ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, ჰოლივუდ ჰილზზე საკუთარ სახლში მოკლეს. მისი ერთ-ერთი მთავარი მენტორი სწორედ კურტისი გახლდათ. 

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული