Thumbnail

ჰოლზი: მორალურად მანგრევს, რომ შვილის გაჩენა არ შემიძლია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში საკუთარი დიაგნოზის - ენდომეტრიოზის შესახებ ისაუბრა, რის გამოც რეპროდუქციული უნარი აქვს დაქვეითებული და ორსულობის შენარჩუნება უჭირს. 

► Halsey: ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უცენზურო სიმღერაა

► მოუსმინეთ: Halsey ახალ ალბომს Manic ავრცელებს

"ძალიან არაადეკვატურად მიმაჩნია თავი. იმ ბიოლოგიურ დანიშნულებას ვერ ვასრულებ, რისთვისაც დედამიწას მოვევლინე. ამ ფონზე სცენაზე უნდა გავიდე და საოცრად ქალური და სექსუალური ვიყო, ეს მორალურად მანგრევს", - ამბობს არტისტი.

ჰოლზიმ პირველად ბავშვის დაკარგვის შესახებ 2016 წელს ისაუბრა. გასულ წელს კი მან ტვიტერზე დაწერა, რომ ცხოვრებაში სამჯერ მოეშალა მუცელი. მომღერალი ამ პრობლემის შესახებ ახალ ალბომში Manic წარმოდგენილ კომპოზიციაში More მღერის.

They told me once, nothing grows
When a house ain't a home.
"მათ მითხრეს, რომ არაფერი იზრდება
როდესაც მას სახლი არ აქვს".

Feelin' so incomplete 
Wonder will we ever meet?
"არასრულყოფილად ვგრძნობ თავს,
ვფიქრობ, შევხვდებით ოდესმე?".

I sit and I stare at your clothes in the drawer, I cry.
"ვზივარ და მივშტერებივარ უჯრაში ჩალაგებულ შენს ტანსაცმელს, ვტირი".

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული