Thumbnail

ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Mercury Rev-ის კომპოზიცია Holes დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ინდი როკ ბენდის Mercury Rev კომპოზიციის Holes ქავერ ვერსია გაავრცელა. არტისტმა სინგლი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის Planned Parenthood საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ჩაწერა.

► ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Big Thief-ის კომპოზიცია Not დააქავერა

► ნახეთ: Matt Berninger - Walking on a String Ft. Phoebe Bridgers

Holes ნიუ იორკულმა კოლექტივმა Mercury Rev 1998 წელს ჩაწერა. კომპოზიცია ჯგუფის რიგით მეოთხე ალბომში Deserter's Songs შედის.

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული