Thumbnail

კანადელ-ამერიკელი მუსიკოსი, ალანის მორისეტი ახალ კომპოზიციას Reasons I Drink ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეცხრე ალბომში Such Pretty Forks in the Road იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მომღერალი, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 1 მაისს გამოსცემს.

► მოუსმინეთ: Alanis Morissette - Smiling

ალანის მორისეტმა შემოქმედებითი კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Alanis გაავრცელა. 7 გრემის მფლობელ არტისტს ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება 1995 წლის ნამუშევარმა Jagged Little Pill მოუტანა. დღემდე ამ ალბომის 33 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული