Thumbnail

კანადელი სუპერვარსკვლავი, დრეიქი მსმენელს მოულოდნელად დაუბრუნდა. ტორონტოელმა დაანონსების გარეშე ორი ახალი კომპოზიცია When To Say When და Chicago Freestyle გაავრცელა, მოგვიანებით კი ჩანაწერებზე გადაღებული საერთო ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.

ნახეთ: დრეიქმა საათში Astronimia Casino $620,000 გადაიხადა 

► 50 Cent: დრეიქის განცხადება გამიხარდა, რადგან მასავით კარგად ვერ ვმღერი 

► ნახეთ: დრეიქმა ეისეფ როქის გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად ყელსაბამი აჩუქა 

ნამუშევარში When To Say When პოპულარულმა მუსიკოსმა მისი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ტრეკის Song Cry სემპლი გამოიყენა. ვიდეორგოლის ერთ-ერთი სცენა კი ბრუკლინში, ვეტერანი არტისტის მშობლიურ უბანში Marcy Houses გადაიღო.

კომპოზიციის Chicago Freestyle ფარგლებში დრეიქმა ფართო საზოგადოებისთვის უცნობ მუსიკოსთან Giveon ითანამშრომლა. ჩანაწერში კანადელმა ეპოქალური კოლეგის, ემინემის ჰიტის Superman ტექსტის ერთ-ერთი მონაკვეთი გამოიყენა და ის დეტროიტელისვე ფლოუთი შეასრულა.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული