Thumbnail

ნახეთ: Roddy Ricch ვიდეორგოლს The Box ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის მფლობელი ახალგაზრდა მუსიკოსი, როდრიკ მური, ფსევდონიმით Roddy Ricch, მსმენელს ჰიტზე The Box გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. კომპოზიცია, რომელიც კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის კომერციულად წარმატებული სადებიუტო ალბომის Please Excuse Me For Being Antisocial ერთ-ერთი სინგლია, ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში რამდენჯერმე მოექცა.

► ნახეთ: Roddy Ricch კლიპს Boom Boom Room ავრცელებს 

როდრიკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში კალიფორნიელმა პირველი მიქსტეიპი Feed Tha Streets გამოუშვა. 2018 წელს არტისტი ხსენებული ნამუშევრის მეორე ნაწილით დაბრუნდა. თუმცა, როდი ფართო საზოგადოებამ 2019 წელს გაიცნო, როდესაც მან არაერთ წარმატებულ კომპოზიციაში მიიღო მონაწილეობა. გარდაცვლილი რეპერის, ნიფსი ჰასლისა და როდი რიჩის ტრეკი Racks In The Middle 2020 წლის გრემიზე საუკეთესო ჰიპ ჰოპ ჩანაწერის კატეგორიაშია ნომინირებული. გასული წლის მიწურულს, გაყიდვაში როდრიკის სადებიუტო ალბომი Please Excuse Me For Being Antisocial ჩაეშვა, რომელმაც კომპტონელ შემსრულებელს დიდი წარმატება მოუტანა. სტუდიური ნამუშევარი ბილბორდის სათავეში მოექცა და და გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ოქროს სტატუსიც დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული