Thumbnail

ნახეთ, როგორ მზადდება სცენა Rammstein-ის კონცერტისთვის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა გერმანულმა ჯგუფმა Rammstein ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მზადდება სცენა ბენდის კონცერტისთვის. კადრები გერმანიის ქალაქ დრეზდენში, რუდოლფ ჰარბიგის სახელობის სტადიონზეა გადაღებული. საკონცერტო სივრცის მოწყობას 7 დღის განმავლობაში 65 საათი დასჭირდა.

► ნახეთ: Rammstein-ის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა კლიპი Frau & Mann გაავრცელა

► ნახეთ: Rammstein-ის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა კლიპი Knebel გაავრცელა

"რამშტაინმა" დრეზდენში კონცერტები 2019 წლის 12 და 13 ივნისს გამართა.

კოლექტივმა ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე დააანონსა, რომელიც ქალაქ მონრეალში 20 აგვისტოს დაიწყება და 27 სექტემბერს მეხიკოში დასრულდება.

"რამშტაინი" ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული