Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსმა ცეკვის დროს ფეხი დაიზიანა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ცნობილი როკ ბენდის Kings Of Leon ჰიტზე Sex on Fire ცეკვავს, თუმცა, დასასრულს, უეცრად ფეხს იზიანებს. 

"6 თვეა, არ მიცეკვია. დიახ, ვიცი რომ ფეხშიშველი ვარ. არ დამცინოთ, ასე უფრო კარგად ვცეკვავ. პ.ს. ალბათ, გესმით ბოლოს, ფეხს როგორ ვიზიანებ", - წერს ბრიტნი ინსტაგრამზე.

ბრიტნი სპირსმა კარიერა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული