Thumbnail

ბრიტანული ინდი როკ ჯგუფის The Maccabees ყოფილმა ფრონტმენმა, ორლანდო ვიქსმა პირველი სოლო კომპოზიცია Safe In Sound და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

ორლანდო ვიქსმა The Maccabees ქალაქ ლონდონში 2004 წელს შექმნა. ინდი როკ ჯგუფმა სამ წელიწადში სადებიუტო ალბომი Colour It In გაავრცელა. არსებობის განმავლობაში მუსიკოსებმა 4 სტუდიური ნამუშევარი გამოსცეს. 2017 წელს კოლექტივი დაიშალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული