Thumbnail

Green Day-მ და BTS-მა კორონავირუსის გამო აზიაში კონცერტები გააუქმეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Green Day კორონავირუსის საფრთხის გამო აზიური ტურნე გადადო. მუსიკოსებს ახალი ალბომის Father of All Motherfuckers პრომოუშენის ფარგლებში კონცერტები სინგაპურში, ბანგკოკში, მანილაში, ტაიბეიში, ჰონგ კონგში, სეულში, ოსაკასა და ტოკიოში უნდა გაემართა.

► კორონავირუსის საფრთხის გამო BTS-მა პრესკონფერენცია ცარიელ დარბაზში გამართა

► კორონავირუსის შესახებ შექმნილმა სახალისო სიმღერამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა, BTS-მა კი სეულში დაგეგმილი 4 კონცერტი გააუქმა. ღონისძიებები 11, 12, 18 და 19 აპრილს იყო ჩანიშნული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 83,300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის სულ მცირე 2,800 გარდაიცვალა.

Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბენდს გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. 2015 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული