Thumbnail

ნახეთ: უილ სმიტმა ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და რეპერის, უილ სმიტის ბრენდმა Bel-Air Athletics ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა. გაყიდვაში ჰუდები, სვიტერები, მაისურები და წინდები ჩაეშვა. სმიტმა სამოსი ქალაქ მაიამის შთაგონებით შექმნა. მათი შეძენა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

► უილ სმიტი: ვნანობ, ჩემს ცოლსა და 2Pac-ზე რომ ვეჭვიანობდი

"მაიამი ჩემთან ემოციურად და სულიერად ძალიან ახლოსაა", - ამბობს უილ სმიტი.

აღსანიშნავია, რომ უილმა 1997 წელს კომპოზიცია Miami გამოსცა, რომელიც მის სადებიუტო ალბომში Big Willie Style არის წარმოდგენილი.

უილ სმიტმა მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში ჰიპ ჰოპ დუეტში DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince მოღვაწეობით დაიწყო და გრემის პირველი ორი ჯილდოც მის შემადგენლობაში მოიპოვა. მას საყოველთაო აღიარება 1990 წელს ტელეკომპანია NBC-ის სერიალში The Fresh Prince of Bel-Air მონაწილეობამ მოუტანა, რის შემდეგაც მოკლემეტრაჟიან ფილმებში გადაინაცვლა. სმიტი კარიერის განმავლობაში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარზე ორჯერ იყო წარდგენილი ფილმებისთვის Ali და The Pursuit of Happyness. არტისტს ოთხი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. მას ბოლო ორი გრემი ფილმისთვის Men in Black დაწერილი ამავე სახელწოდების მქონე ტრეკისთვის და კომპოზიციისთვის Gettin' Jiggy wit It აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული