Thumbnail

ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის შემსრულებელმა, ჯენეი აიკომ ახალი კომპოზიცია Happiness Over Everything (H.O.E.) და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კალიფორნიელი მუსიკოსის ჩანაწერში მისი კოლეგა Miguel და ჰიპ ჰოპ არტისტი Future მონაწილეობენ. ნამუშევარი მომღერლის მომავალი ალბომის Chilombo ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Jhené Aiko - PU$$Y Fairy 

► ნახეთ: Jhené Aiko - None Of Your Concern Ft. Big Sean 

► მოუსმინეთ: Jhené Aiko-მ სიმღერის Triggered (Freestyle) რემიქსი გაავრცელა 

ჯენეი აიკომ მუსიკალური მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ არენბი ჯგუფ B2K-სთან თანამშრომლობით გაიცნო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი My Name Is Jhené დააანონსა, თუმცა, ჩანაწერი არასდროს გამოსულა. ამის შემდეგ აიკო მუსიკას ჩამოშორდა და უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მომღერალი მუსიკალურ კარიერას 2011 წელს მიქსტეიპით Sailing Soul(s) დაუბრუნდა. არენბი შემსრულებელს ორი სტუდიური ალბომი, EP და რეპერ ბიგ შონთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული