Thumbnail

ნახეთ: Thundercat-მა კომპოზიციაზე Dragonball Durag კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გრემის მფლობელი მულტიინსტრუმენტალისტი და მომღერალი, სტივენ ბრანერი, სასცენო სახელით Thundercat, კომპოზიციაზე Dragonball Durag გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში It Is What It Is შევა, რომელიც გაყიდვაში 3 აპრილს ჩაეშვება. ჩანაწერის პროდიუსერები მისი ცნობილი კოლეგები: Flying Lotus, კამასი ვაშინგტონი და ჯაზ პიანისტი, დენის ჰემი არიან.

► ნახეთ: Kenny Beats & Thundercat - The Cave 

► მოუსმინეთ: Thundercat - Black Qualls Ft. Steve Lacy & Steve Arrington

სტივენ ბრანერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 3 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული