Thumbnail

ნახეთ: Four Tet კომპოზიციაზე Baby ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა Four Tet კომპოზიციაზე Baby ვიდეოკლიპი გადაიღო. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Sixteen Oceans იქნება წარმოდგენილი, რომელიც მარტში გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Four Tet-მა ახალი ლაივ ალბომი გაავრცელა

კიერან ჰებდენმა, სასცენო სახელით Four Tet, მუსიკალური კარიერა 1995 წელს პოსტ როკ ბენდის Fridge შემადგენლობაში დაიწყო. მისი სადებიუტო სოლო ნამუშევარი Double Density კი 1997 წელს გამოვიდა. პროდიუსერი ფსევდონიმით Four Tet 1998 წლიდან მოღვაწეობს. ის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. არტისტმა ბოლო სტუდიური ალბომი New Energy საკუთარ ლეიბლზე Text Records 2017 წელს გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული