Thumbnail

პოპულარული ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, დომინიქ ჯოუნსი, ფსევდონიმით Lil Baby, მედიაპლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურს Beats 1 ესტუმრა. სამხრეთელმა მუსიკოსმა, რომელმაც 28 თებერვალს ახალი ალბომი My Turn გამოაქვეყნა, გადაცემაში Fire In The Booth ფრისტაილი შეასრულა.

► მოუსმინეთ: Lil Baby ახალ ალბომს My Turn ავრცელებს 

► ნახეთ: Lil Baby კლიპს Sum 2 Prove ავრცელებს  

► ნახეთ: Lil Baby ვიდეორგოლს Catch The Sun ავრცელებს  

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული