Thumbnail

ნახეთ: BTS-მა კომპოზიციაზე On მეორე კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS კომპოზიციის On კლიპი გაავრცელა. ეს მეორე ვიზუალური ნამუშევარია, რომელიც ჯგუფმა ამ სიმღერაზე გადაიღო. რეჟისორი კვლავ იონგსოკ ჩოი გახლავთ. ტრეკი კოლექტივის ბოლო ალბომში Map of the Soul: 7 არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 თებერვალს ჩაეშვა.

► Cardi B და ბრუნო მარსი BTS-ს მადლობას უხდიან

► ნახეთ: BTS ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ს ესტუმრა

► ნახეთ: BTS კომპოზიციის ON კლიპს ავრცელებს

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული