Thumbnail

ვეტერანმა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თოჰიდ ეფსიმ, ფსევდონიმით 2 Chainz, ახალი კომპოზიცია NO TV გაავრცელა. თრეფ ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი BeatEmTrill გახლავთ.

► ნახეთ: 2 Chainz-მა კობი ბრაიანტის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა 

► ნახეთ: 2 Chainz და Future კლიპს Dead Man Walking ავრცელებენ 

► ნახეთ: 2 Chainz - Virgil Discount Ft. Skooly 

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღემდე რეპერის დისკოგრაფია 4 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove და G.O.O.D Music-ის კომპილაციურ ნამუშევარს Cruel Summer აერთიანებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული