Thumbnail

მოუსმინეთ: The National-მა ჯგუფ INXS-ის კომპოზიცია Never Tear Us Apart დააქავერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National ავსტრალიური ბენდის INXS კომპოზიცია Never Tear Us Apart დააქავერა. ნამუშევარი კომპილაციურ ალბომში Songs For Australia იქნება წარმოდგენილი, რომელიც 12 მარტს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: The National-მა ლაივ ალბომი Juicy Sonic Music გაავრცელა

► ნახეთ: The National-ის ფრონტმენმა Big Thief-ის კომპოზიცია Not დააქავერა

სიმღერის თავდაპირველი ვერსია INXS-ის რიგით მე-6 სტუდიურ ჩანაწერში Kick შედის, რომელიც 1987 წელს გამოვიდა.

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული