Thumbnail

ფილადელფიელი დიჯეი თაირი სიმონსი, ფსევდონიმით DJ Drama, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "350" გაავრცელა, რომელშიც რეპერები: Rick Ross, Westside Gunn და Lule მონაწილეობენ.

დიჯეი დრამამ მუსიკალური მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე მან სახელი ცნობილი მიქსტეიპების სერიით Gangsta Grillz გაითქვა. დღემდე ფილადელფიელს 5 ალბომი აქვს გამოშვებული. ამის გარდა, მუსიკოსის მხარდაჭერით არაერთი ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის მიქსტეიპი გამოიცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული