Thumbnail

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Gorillaz ახალი კომპოზიცია Désolé და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მალელი არტისტი, ფატუმატა დიავარა მონაწილეობს.

► ნახეთ: Gorillaz-მა ახალი კომპოზიცია Momentary Bliss გაავრცელა

კომპოზიცია ჯგუფმა ახალი პროექტის Song Machine ფარგლებში გაავრცელა, რომლის კვირაში ერთხელ გამოქვეყნებულ ეპიზოდში სხვადასხვა არტისტთან ერთად ჩაწერილი ტრეკი გაჟღერდება.

Gorillaz ჯგუფ Blur-ის ფრონტმენის, დეიმონ ალბარნისა და ბრიტანელი კომიქსების მხატვრისა და დიზაინერის, ჯეიმი ჰიულეტის მიერ 1998 წელს შექმნილი პროექტია. ვირტუალური ბენდის წევრები ანიმაციური პერსონაჟები არიან, რომელთა თავგადასავალიც ათობით მუსიკალურ ვიდეოშია ასახული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული