Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Baby ახალ ალბომს My Turn ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, გაყიდვაში ახალი ალბომი My Turn ჩაუშვა, რომელიც 20 კომპოზიციას აერთიანებს. ახალგაზრდა სამხრეთელმა რიგით მეორე სტუდიურ ჩანაწერზე ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Future, Lil Wayne, Gunna, Young Thug, Moneybagg Yo, Lil Uzi Vert და სხვა.

► ნახეთ: Lil Baby კლიპს Sum 2 Prove ავრცელებს 

► ნახეთ: Lil Baby ვიდეორგოლს Catch The Sun ავრცელებს 

► ნახეთ: Lil Baby კომპოზიციას Woah ასრულებს

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული