Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფმა On The Road სიმღერის Heal Yourself სტუდიური ვერსია გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა On The Road კომპოზიციის Heal Yourself სტუდიური ვერსია გაავრცელა. სიმღერა ბენდის სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

► ნახეთ: ქართულმა ჯგუფმა On The Road კომპოზიცია Am I The One? შეასრულა

On The Road ლადო გიგაიამ და ავთო ირემაშვილმა 2017 წელს ჩამოაყალიბეს. კოლექტივის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. ამჟამად კი ის 6 წევრისგან შედგება: ლადო გიგაია, ავთო ირემაშვილი, თორნიკე ჯაფიაშვილი, დათა წერეთელი, ბექა ჩხარტიშვილი და გიგი კობერიძე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული