Thumbnail

50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჯგუფმა Kraftwerk 3D ტურნე დააანონსა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა გერმანულმა ჯგუფმა Kraftwerk კოლექტივის შექმნის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკასა და კანადაში ტურნე დააანონსა. კონცერტები ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები 3D ვიზუალური ეფექტებით იქნება გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაცია არტისტებმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელეს.

ტურნეს ფარგლებში ჯამში 27 შოუ გაიმართება. კონცერტები ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში, ფილადელფიაში, მონრეალსა და სხვა ქალაქებში ჩატარდება.

Kraftwerk ქალაქ დიუსელდორფში 1970 წელს შეიქმნა. ლეგენდარული ჯგუფი ელექტრონული მუსიკისა და კრაუტროკის პიონერად ითვლება. კარიერის დასაწყისში, არტისტები ნამუშევრებს საკუთარი ხელით დამზადებული ექსპერიმენტული ინსტრუმენტების საშუალებით ქმნიდნენ. ბენდს კომერციული წარმატება ალბომებმა Autobahn, Trans-Europe Express და The Man-Machine მოუტანა. 2014 წელს კოლექტივს მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გრემი გადაეცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული