Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Nineville Entertainment იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Blade გავრცელდა. ტრეკში გაერთაინების დამფუძნებელი, რეპერი დავით მელაძე, ფსევდონიმით 9Rhyme და ამავე კოლექტივის წევრი, ახალგაზრდა შემსრულებელი ლუკა ზარქუა, იგივე Koa Mohawke მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი "ნაინვილის" კიდევ ერთი ვეტერანი წარმომადგენელი, Mad Man Lee გახლავთ.

► მოუსმინეთ: Koa Mohawke - S Class 

► ნახეთ: Cas - Slam Dunk Ft. Koa Mohawke 

დავით მელაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. თუმცა, მისი პირველი კომპოზიცია Gucci Or Louis V 2007 წელს გავრცელდა. ის ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ერთ-ერთი პიონერია. 2015 წელს არტისტმა გაერთიანება Nineville Entertainment ჩამოყალიბა, რომელშიც მასთან ერთად რეპერი Koa Mohawke და პროდიუსერი Mad Man Lee წევრიანდებიან. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ამ ლეიბლზე კოას სადებიუტო ალბომი "4/20/7" გამოიცა. ნაინრაიმი შინკიოკუშინკაი კარატის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნის Champion ავტორია.

კოამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი 2016 წელს პროექტის "პატივისცემა" ფარგლებში ჩაიწერა. არტისტის ცნობილი ნამუშევრებია "ღია კარი", "უდაბნო", Hellboy და სხვა. რეპერის სადებიუტო ალბომი "4/20/7" 2018 წელს გამოიცა. მუსიკალური კარიერის გარდა, ლუკამ სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow Magazine პოპულარული გადაცემიდან PVP Battle გაითქვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული